ჩვენ ვქმნით იდეალური საცხოვრებელი გარემოს კონცეფციას გორის ახალ უბანში, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თქვენი ცხოვრების სტილზე, ინტერესებსა და ბიუჯეტზე.
Gori Towers, პირველი გამორჩეული მრავალფუნქციური კომპლექსია გორში, რომელიც საცხოვრებელთან ერთად რეკრეაციულ ზონას, სავაჭრო სივრცეებსა და განსხვავებულ საცხოვრებელ გამოცდილებას გიზიარებთ. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხზე ორიენტირებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შემოგთავაზოთ, ბუნებასთან სიახლოვით ვიზრუნოთ თქვენთვის ჟანგბადით მდიდარი გარემოს შექმნაზე და სპორტული მოედნების პროექტირებით მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი.
ჩვენი მიზნები მყარ კორპორაციულ ღირებულებებს ეფუძნება - პასუხისმგებლიან და კეთილსიმდისიერ მიდგომასა საზოგადოებისა და გარემოსადმი, რაც გულისხმობს ყველა საჭირო სტანდარტის გათვალისწინებით და ინტეგრირებით, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას!
თქვენზე მორგებული გადახდის სისტემით, ჩვენ გვინდა გიხილოთ Gori Towers-ის სამეზობლოში!












